|
2023-03-15 09:18:43, 1366 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა - ამერიკული დრონი MQ-9 შავ ზღვაში საკუთარი მკვეთრი მანევრირების გამო ჩავარდა
ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 შავ ზღვაში საკუთარი მკვეთრი მანევრირების გამო ჩავარდა, რუსული "სუ-27" კონტაქტში არ შესულა, - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონის ინციდენტს ეხმაურება მათივე განმარტებით, შემთხვევა ყირიმის რეგიონში მოხდა. უპილოტო საფრენი აპარატი გამორთული ტრანსპონდერებით გაფრინდა რუსეთის მიმართულებით და საომარი მოქმედებების ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცე დაარღვია. „მოსკოვის დროით დაახლოებით 9:30 საათზე მკვეთრი მანევრირების შედეგად MQ-9 უპილოტო საფრენი აპარატი უკონტროლო ფრენაში შევიდა და წყლის ზედაპირს შეეჯახა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. საპასუხოდ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს. ინციდენტის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაიბარა რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი. ცნობისთვის, გუშინ, 14 მარტს რუსული "სუ-27" მოიერიშე თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო დრონს - MQ-9-ს შეეჯახა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)