|
2023-03-06 09:25:15, 1719 ნახვა
მსოფლიო
დუდა - რუსეთის აგრესია ნეოკოლონიალურია და მას უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ნეოკოლონიალურია და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა. დუდას თქმით, რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და მათი ექსპლუატაცია სურს და წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო. "იმპერია იტაცებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და მათ რუსეთში აგზავნის. უკრაინელების ინფორმაციით, რუსებმა 100 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. თუ ვინმე საერთო ნების საწინააღმდეგოდ წავა, იმპერია კლავს. გეცნობათ? ეს არ მოხდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო",- განაცხადა დუდამ. დუდას თქმითვე, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა ისინი მნიშვნელოვნად დააზარალა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)