|
2023-01-17 08:56:29, 1338 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არცერთ ორგანიზაციას არ აქვს წვდომა იმ ადგილებზე, სადაც ჩვენი პატიმრები იმყოფებიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ჯერ ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ჰპოვებია ძალა, მიეღო წვდომა იმ ადგილებზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებიან. ზელენსკის თქმით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჯარ ოსმანი კიევში იმყოფებოდა, რომელთანაც აღნიშნული საკითხები განიხილა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ, უპირველეს ყოვლისა, როგორ გავხადოთ ეუთო ეფექტური. ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო კრიტიკულ სიტუაციებში აქვს კონკრეტული ქმედებების დიდი ნაკლებობა, დიდი ნაკლებობა“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. მან დასძინა, რომ ეუთოს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ყურადღება და შესაბამისად იმოქმედოს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელების დეპორტაციის, ასევე უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებაში. "ჯერ ვერც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ ჰპოვა ძალა, რომ მიეღო წვდომა იმ ადგილებზე, სადაც ჩვენი პატიმრები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა გამოსწორდეს. იმედი მაქვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობა ეუთო-ში ხელს შეგვიწყობს ამაში". განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)