|
2021-10-29 17:12:18, 1013 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ „რუსთავის აზოტში" მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სს „რუსთავის აზოტს" ესტუმრა და პირადად გაეცნო საწარმოში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაო პროცესს.- ინფორმაციას ეკონომიკის სამინსიტრო ავრცლებს. „ეს არის ტრადიციული საწარმო, რომელიც 2000-მდე ადამიანს ასაქმებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ხდება ბევრი გაუმჯობესება და პირველ რიგში, შრომის პირობების მიმართულებით. შვიდ საწარმოში მიმდინარეობს რემონტი, რათა აქ დასაქმებულმა თითოეულმა ადამიანმა უფრო მეტი კომფორტი იგრძნოს და ასე იმუშაოს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. „რუსთავის აზოტი", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა, თანამშრომელთა 99 პროცენტი ადგილობრივი მცხოვრებია. როგორც ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას აღინიშნა, საწარმოს ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს დასაქმებულთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, ეს შეეხება სახელფასო ფონდს, რომელიც მიმდინარე წელს საშუალოდ 25 პროცენტით გაიზარდა. ნათია თურნავამ ქარხნის ერთ-ერთი ცენტრალური გვარჯილის საამქროც დაათვალიერა, სადაც ბოლო პერიოდში ასევე მოხდა გადაიარაღება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომის პირობები. „დამონტაჟდა ავტომატური ჩამტვირთველი, რომელიც ანაცვლებს მძიმე მექანიკურ შრომას და ადამიანებს აღარ უწევთ დატვირთული ტომრების ზიდვა და ამას აკეთებს ავტომატიკა. მსგავსი გაუმჯობესებები მიმდინარეობს მთელ საწარმოში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, მნიშვნელოვანია, რომ საწარმო ეკოლოგიურად სულ უფრო სუფთა ხდება - გერმანიის მთვარობის პროგრამის ფარგლებში მონტაჟდება ახალი ფილტრები, ახალი კატალიზატორები. „ახალი კატალიზატორები მინიმუმამდე დაიყვანს, პრაქტიკულად, გაანულებს ატმოსფეროში მავნე გაფრქვევას და ეს საწარმო იქნება არამხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ეკონომიკაში - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი და შემომტანი ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული საწარმოც", - აღნიშნა ნათია თურნავამ. "საწარმოში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის - აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი" ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად უზრუნველყვეს სამედიცინო სექტორი და შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით. კოვიდ-პანდემიის პერიოდში აქტიური თანამშრომლობისთვის და სამედიცინო ჟანგბადით კლინიკების მომარაგებისთვის ეკონომიკის მინისტრმა ქარხნის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა."- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)