|
2021-10-29 10:56:46, 1036 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ორი ქვეყნის ბიზნეს კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ნობუჰიკო სასაკის შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო აქტივობებსა და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. შეხვედრას, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, აგრეთვე დაეწრნენ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) ხელმძღვანელს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აღნიშნული უწყება ორი ქვეყნის ბიზნეს კავშირების დაახლოების მიმართულებით აკეთებს. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იაპონიასთან უფრო აქტიური ეკონომიკური კავშირების დამყარება. მისი თქმით, ამისთვის არსებობს დიდი პოტენციალი, რომლის ასათვისებლადაც ორი ქვეყნის მთავრობა ბევრს აკეთებს. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა მიმდინარე წელს ამოქმედებული შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელშიც ჩაიდო მნიშვნელოვანი მექანიზმები იაპონური ინვესტიციების დაცვისა საქართველოში და ქართულისა - იაპონიაში. „ჩვენ უკეთ უნდა გავაცნოთ კერძო სექტორს ის შესაძლებლობები, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ არსებობს. ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ დარგებისა, სადაც ჩვენს შორის შესაძლებელია, უფრო მჭიდრო და ორმხრივად ხელსაყრელი კავშირები განვითარდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინიტრის განცხადებით, იაპონია მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის. ამდენად, ამ ქვეყნიდან განხორციელებულ ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, 2010 – 2020 წლებში იაპონიიდან 158.4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 155-ჯერაა გაზრდილი. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)