|
2021-10-28 12:44:44, 666 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს წარმატებული პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებმა მოისმინეს
ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო სამიტი „Future of Tourism" დღეს ოფიციალურად დასრულდა. - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. საერთაშორისო სამიტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენდნენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სამიტის ფარგლებში მაღალი დონის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მარიამ ქვრივიშვილმა სფეროს წარმომადგენლებს "განახლებული რეგიონების" პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ნომერი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი არის დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. „ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ესპანეთში, სადაც საქართველო მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ტურიზმის სამიტზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო სხვა დელეგატებისთვის საქართველოს წარმატებული პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ, გარდა ამისა ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტზე, რაც შეეხება სამუშაო ადგილების სწრაფ აღდგენას და ახალი სამუშაო ადგილების ხელშეწყობას, ტურიზმის ინდუსტრიაში განათლების ხელშეწყობას და ამავდროულად ჩვენ ვისარგებლეთ შესაძლებლობით და ესპანეთში ყოფნით და გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები მადრიდთან".-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ესპანეთში მიმდინარე სამიტში „Future of Tourism World Summit" მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი - ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენელი მონაწილეობდა.
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)