|
2021-10-25 12:55:25, 748 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობს. საერთაშორისო სამიტი „Future of Tourism World Summit" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. სამიტში ასევე მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. სამიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. სამიტი „Future of Tourism World Summit" ესპანეთში, ბარსელონაში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)