|
2021-10-21 17:36:03, 849 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა
საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და ქვეყნის ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა იანეს კოპაჩმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი. - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა იანეს კოპაჩს და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას რეფორმის განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, რეფორმის მიმდინარეობას საქართველოში პანდემიით განსაზღვრული რეგულაციებმაც ვერ შეუშალა, რაც მის პრიორიტეტულობას მიანიშნებს. "თავის მხრივ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობას, მასში ბაზრის მონაწილე კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რომელზეც რეფორმის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული. ითქვა, რომ საქართველომ შემჭიდროებულ ვადებში შეძლო, მიეღო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც შესაძლებელია ენერგეტიკული რესურსების ღია და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება - განვითარებაც. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის უწყვეტ ენერგომომარაგებას და უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას."- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)