|
2021-08-21 11:56:19, 844 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ღვინის საწარმოებთან რიგები, აქტიური მუშა პროცესია, მთავარია, ორგანიზებული მართვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ რაოდენობას, 300 ათასამდე ტონას აღწევს. „ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება. რთველის პროცესში, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. მთავარია, რომ საკოორდინაციო შტაბის მხრიდან მოხდება რიგების ორგანიზებული მართვა. ჩვენი ამოცანაა, რომ რიგი იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული, მევენახეებს არ მოუწიოთ ლოდინი რამდენიმე დღე და მოსავლის დაბინავება შეძლონ ერთი დღის განმავლობაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ღვინის საწარმოებთან რიგების ორგანიზებულ მართვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვენახების კადასტრის პროგრამა. კერძოდ, ღვინის საწარმოში წინასწარ წარდგენილი ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე, კომპანია ყურძნის ჩამბარებელ მევენახეს დაარეგისტირებს კონკრეტული დღეს, რაც ღვინის მწარმოებლებს რიგების ელექტრონული მართვის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)