09:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 15:08:57, 708 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა - მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია

„ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანში ახალი აგრარული კულტურების მოყვანის ტენდენციებზე ისაუბრა.

„ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე, რომელიც სულ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, ვსაუბრობთ პლანტაციებზე, ბაღებზე, რომელიც ახლა შედის მწარმოებლობაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის საქსპორტო შემოსავალი მხოლოდ ამ კულტურისგან უნდა მივიღოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, როდესაც სხვადასხვა, მათ შორის, ეგზოტიკურ-სუბტროპიკულ კულტურების წარმოებაზეა საუბარი,  მნიშვნელოვანია წარმოების და მიწოდების სრული ჯაჭვის დაფინანსება და განვითარების ხელშეწყობა.

„საჭიროა და გვექნება შესაბამისი სიმძლავრეების შემნახველი, გადამმუშავებელი მეურნეობები, მათ შორის, სამაცივრე მეურნეობები, რომელიც სჭირდება მეხილეობის პროდუქციის დაბინავებას, რომელიც აქ იწარმოება და, ასევე ახალი ჩაის საწარმოებს.  ამისთვის ყველაფერი არსებობს; არსებობს კონკრეტული პროექტები, არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გვჭირდება მეტი მონდომება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics