|
2021-08-19 11:12:05, 590 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, პოლონეთში აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები კრაკოვსა და კატოვიცეში გაიმართა. პოლონეთის აღნიშნულ ქალაქებში წარმოდგენილი იყო კლასიკური მეთოდით და ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ და მას გამომცემლობის ,,Vinisfera“ ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა. პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,3 მლნ ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 28%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)