|
2021-08-17 16:59:41, 642 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს
პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის" მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, „ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. აჭარის მთავრობამ უკვე დაიწყო პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის" სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში 120-მდე ადამიანია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)