|
2021-08-16 16:49:02, 801 ნახვა
ეკონომიკა
SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და „აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე. ვიზიტის ფარგლებში GITA-სა და Catapult-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ფონდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. შესაბამისად, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, ინვესტიციები მოიზიდონ ფონდიდან და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრები გაიმართა Founders Fund-ის პარტნიორთან Trae Stephens-თან და Craft Ventures-ის პარტნიორ Brian Murrey-სთან. 500Startups-ის პროგრამის Showcase Day სან-ფრანცისკოში გაიმართა და 500Georgia პროგრამის მონაწილე ოთხი სტარტაპი Payze • ფეიზი, Agrolabs, Cardeal.ge და Cargon • კარგონი აქსელერაციის ბოლო ეტაპის პარალელურად უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. საქართველოში დატა ცენტრების გახსნისა და დეველოპერული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა Oracle-თან , რაც ქართველი IT სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში, ხოლო ქართულ სტარტაპებს - Oracle-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას. ასევე, ვიზიტის შედეგად, SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა. შესაბამისად, საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან მოხდება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)