|
2021-08-13 11:12:17, 572 ნახვა
ეკონომიკა
ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთში 70, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს
ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. კახეთის რეგიონში რეგისტრაცია მიმდინარეობს თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სულ 70 ლოკაციაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროცესი მომავალ კვირიდან დაიწყება. მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა. კახეთის რეგიონში, ჯამში, უკვე დარეგისტრირებულია 24 ათასამდე მევენახე-ფერმერი, აქედან 9 ათასამდე მიმდინარე წელს. რაჭა ლეჩხუმის რეგიონში რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი მევენახე ფერმერი. ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)