|
2021-08-05 16:52:02, 585 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება
ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც რეგიონში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, შეძლო რეიტინგების გაუმჯობესება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით; „ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, წელს ქვეყანა ელოდება საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. „მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება მომავალ წლებშიც ტურიზმის აღდგენის პარალელურად. გრძელვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, როგორც ნომინალურ, ისე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტში გამოხატული, ორჯერ და მეტად გაიზრდება. 2030 წლისთვის: ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დღეს არსებული 4300 დოლარიდან და გადასცდება 10 ათასს დოლარს, მსყიდველობითუნარიანობაში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 14,800 დოლარიდან გაიზრდება 31 ათას საერთაშორისო დოლარამდე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)