12:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 10:02:50, 683 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ახალ პაკეტში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ შშმ პირთა საჭიროებები

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ახალი პაკეტი, სადაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები," -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ასევე თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

„აღნიშნული სიახლეები უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ისეთივე წვდომა სახელმწიფო პროგრამებზე და ისეთივე ჩართულობა ბიზნეს საქმიანობაში, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics