|
2021-08-02 15:45:48, 604 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი ახალი კომპონენტი შეემატება - აგროტურისტული და ეკოტურისტული მცირე საწარმოების დახმარება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი ახალი კომპონენტი შეემატება - დახმარება აგროტურისტულ და ეკოტურისტულ მცირე საწარმოებს. როგორც ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პოსტ-კოვიდ ვითარებაში ძალიან დიდი მოთხოვნა სწორედ ღია სივრცეში არსებულ ტურისტულ პროდუქტებზე და ტურისტულ აქტივობებზე წამოვიდა. „აქედან გამომდინარე, ჩვენი ფერმერები, ვინც მოისურვებს, რომ გარდა მათი მცირე ფერმერული მეურნებისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, კიდევ იქვე დაამატოს მცირე სასტუმრო ან მცირე რესტორანი, ან ტურიზმთან დაკავშირებული სხვა აქტივობა - მათაც, ისევე, როგორც საექსპორტო ან იმპორტის ჩამნაცვლებელ ბიზნესებს, შეეძლებათ ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით და სესხის 15%-იანი გრანტით სარგებლობა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)