15:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 16:05:07, 643 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც 2021 წლის ივნისში დაფიქსიბეული ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.


მისი თქმით, მნიშნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა.
 

„მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა


როგორც ლაშა  ხუციშვილმა განაცხადა, ივნისის  ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად, ყველა  სექტორმა შეიტანა წვლილი.

„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვები 37%-ითაა გაზრდილი  და ეს ზრდა ნაწილდება ყველა სექტორზე.  უმჯობესდება სხვა  ეკონომიკური პარამეტრებიც -  მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ექსპორტის მაჩვენებელი, პოზიტიურია დინამიკა  გადმორიცხვების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics