15:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 23:22:04, 1061 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით ენერგეტიკის ბაზრების ლიბერალიზაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. ხელმომწერი მხარეები ასევე არიან სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო.

 აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით ძალისხმევის გააქტიურებას.

 ამასთან, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ენერგოსისტემის მდგრადობას კონკურენტული და გამჭირვალე სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბებით, რომელიც დაფუძნებული იქნება არადისკრიმინაციულობის, თავისუფალი ვაჭრობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე.

 ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარდაჭერა ასევე მოიაზრებს ექსპერტული კონსულტაციის გაწევას სამართლებრივ, საორგანიზაციო და სტრუქტურულ საკითხებში, ასევე სამინისტროსა და სხვა მხარეების დახმარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნების განხორციელებაში.

 მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესები, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების დამატებითი სარგებლის შეთავაზებით. ამგვარი ძალისხმევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია „პარიზის შეთანხმებით" გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics