|
2021-07-09 14:00:46, 902 ნახვა
ეკონომიკა
ივნისში FAO-ს ფასების ინდექსი ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ივნისში, ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა და 124.6 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.5%-ით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს - 33.9%-ით აღემატება. 9.8%-ითაა შემცირებული მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო 4 თვის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კლების მიზეზად, საერთაშორისო ბაზრებზე, სოიოს, მზესუმზირას ზეთზე და პალმის ზეთზე, დაბალი მოთხოვნა სახელდება. მცირედითაა შემცირებული, მარცვლეულის ფასების ინდექსი. მაისის თვესთან შედარებით ცვლილებამ 2.6%-ი შეადგინა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 33.8%-ით აღემატება. ფასი, 5.0%-ით შემცირდა სიმინდზე, რისი მიზეზიც არგენტინაში არსებული უხვი მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი წარმოადგენდა. მცირედით, თუმცა კლების ტენდენციას მიჰყვა ხორბლის ფასების ინდექსი, რომელიც 0.8%-ით შემცირდა. შემცირება, მწარმოებელ ქვეყნებში უხვ მოსავალს უკავშირდება, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკაში - განადგურებული მოსავლის პრობლემა დააბალანსა. 1%-ით შემცირდა რძესა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. პროდუქტის ჯამურმა ქულამ, ივნისში 119.9 შეადგინა. კლება, რძის პროდუქტებზე (კერძოდ კი კარაქზე) ფასების კლებამ და ევროპაში რძის სექტორში გაკეთებულმა ინტერვენციებმა გამოიწვია. კლების ტრენდში გამონაკლის წარმოადგენს, კალათის ორი პროდუქტი, შაქარი და ხორცი. აღნიშნულ პროდუქტებზე, ფასების ინდექსი გაიზარდა. კერძოდ, 0.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. პროდუქტზე ფასი, მესამე თვეა უწყვეტად იმატებს. მატების მიზეზი, ბრაზილიაში, შაქრის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ ქვეყანაში არსებული კლიმატური პირობებია, რომელმაც შაქრის მოსავალსა და ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რაც შეეხება ხორცს, 2.1%-თაა გაზრდილი პროდუქტის ფასი. აღსანიშნავია, რომ ხორცზე ფასი, უკვე 9 თვეა უწყვეტად იზრდება. არსებული მაჩვენებელი, ამავე წლის ნიშნულს 15.6%-ით აღემატება, თუმცა, 8.0%-ით ნაკლებია, 2014 წლის რეკორდზე.
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)