17:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 15:57:56, 1201 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა დაბრუნდა და ევროკავშირის ქვეყნებთან ფრენები 14 მიმართულებით შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებას და  აღდგენილი რეისის შესრულებას დაესწრო.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც მოგეხსნებათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია Wizz air დაბრუნდა პირველი ბაზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან გაფრინდა რეისი სალონიკის მიმართულებით, 115 მგზავრით.

უკიდურესად მნიშვნელოვანია Wizzair-ის ბაზის დაბრუნება აეროპორტში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში. ბაზის მეშვეობით ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვექნება 14 მიმართულება ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის სექტორს კოვიდ პანდემიის დროს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი - 1 ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დამატებით 6 მიმართულებით შეასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics