|
2021-06-30 16:57:00, 702 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს
მარტიდან მოყოლებული ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს და ამას მოწმობს მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 25,8% შეადგინა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ მაისის ეკონომიკური ზრდის მონაცემების გამოქვეყნების შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო თვეებია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდა გვიფიქსრდება. „ამ ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში არსებული პოზიტიური დინამიკაა. თუმცა, ძირითადი მაინც ტურიზმი, განთავსების და რესტორნების ინდუსტრია, საბითუმო და საცალო ვაჭრობაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრია, წარმოება, რომელმაც ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობა შეიძინა. ძალიან გვახარებს ეს ტემპი, ვინაიდან ეს არის რეალური მწარმოებელი ეკონომიკის ნაწილი, სადაც დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ზრდა არის არა მხოლოდ 2020 წლის მაისთან შედარებით, რომელიც მართლაც დაბალ ნიშნულზე იყო პანდემიის გამო, არამედ თუ შევადარებთ 2019 წლის მაისს, როდესაც ეკონომიკა იყო საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, იმასთან შედარებითაც კი, წლევანდელი მაისის მონაცემით, ეკონომიკური ზრდა თითქმის 9%-ით არის მომატებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ მარტში პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის ცვლილების რეალური მაჩვენებელი პირველად იყო დადებითი და 4.0 პროცენტს უტოლდებოდა, ხოლო აპრილში უპრეცენდენტო, 44.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე იანვარ-მაისის კუმულატიური ზრდის ტემპმა 11.5 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია და აჭარბებს როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)