|
2021-05-11 13:59:15, 788 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება
2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, რეალისტურია მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის მიღწევა. „ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესრულდება",– განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი შეფასებები და დასკვნები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ძირითადად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გათვლებთან. „ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასრულდა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამჟამად ფონდთან დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე თუ რა უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)