|
2021-05-04 11:01:45, 564 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ არსებული შედეგები და სამუშაო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა ქვემო სამგორისა (კახეთი) და ზედა რუს (გორი, ქარელი) საირიგაციო სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო, ასევე, ალგეთისა და სიონის კაშხლების უსაფრთხოების მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს. საუბარი შეეხო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნების გეგმის, საირიგაციო ტარიფის რეფორმის და შპს საქართველოს მელიორაციის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებსაც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. ონლაინ გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ბანკის პროექტის ხელმძღვანელი პიერრიკ ფრავალი, მსოფლიო ბანკის ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის, საქართველოში პროექტის განმახორციელებელი ერთეულის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)