|
2021-04-26 15:04:58, 624 ნახვა
ეკონომიკა
1-ელი აპრილისთვის, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 36.19 მილიარდი ლარი შეადგინა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი აპრილისათვის 36.19 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 172.17 მლნ ლარით, ანუ 0.48%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.84%-ით ნაკლები), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკლი ავრცელებს. მათივე ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 443.33 მლნ ლარით, ანუ 2.59%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.94%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 615.51 მლნ ლარით, ანუ 3.25%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.96%-ით). „დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 36.54 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.82 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.34 პროცენტული პუნქტით). მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.56% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.42%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.64%, ხოლო ევროს წილმა 13.86% შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)