|
2021-04-22 19:06:52, 467 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან, ჯორჯინა ბეიქერთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები. მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, მათ შორის, საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. მხარეებმა ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გააქტიურებაზე. ჯორჯინა ბეიქერმა ფინანსთა მინისტრს მიულოცა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების წარმატებით განთავსება, რაც მისი თქმით, ნიშნავს დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის დახმარებას, როგორც ინვესტიციების, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური სახის მხარდაჭერის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)