|
2021-04-16 10:23:47, 600 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკელმა ინვესტორებმა GITA -ს სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და TECH Friends of Georgia- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორისთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები თანხმდებიან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუწიონ ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს,რაც ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საჭირო რესურსებსა და ფინანსებზე წვდომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს,რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას. ონლაინ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების, მინესოტას სენატორმა(2003-2009) Norm Coleman- მა მიმართა. მემორანდუმს ხელი მოეწერა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის და TECH Friends of Georgia-ს მმართველიპარტნიორებისIsaac Applbaum-ის, Ori Sasson-ის, Marc Abramowitz-ის და Ted Tussing-ისმიერ.ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საქართველოს კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)