|
2021-04-13 16:47:47, 604 ნახვა
ეკონომიკა
IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში ევროპაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 34.5%-ით, მეორე ადგილზეა მალტა 31.9%-ით, შემდეგ - მონტენეგრო 31%-ით. საქართველო აღნიშნულ პერიოდში მეზობელ ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილზეა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 2021-2026 წლებში 52%-ით გაიზრდება და 2026 წელს 22 695 დოლარს მიაღწევს. ზრდის ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 15 709 საერთაშორისო დოლარი გახდება, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)