|
2021-03-04 12:24:16, 501 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ველური ვაზის დაცვის მიზნით, 70 ფორმა უკვე მოძიებულია
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“. სამწლიანი პროექტის მიზანი ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვაა. პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ ორწლიანი მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, კავკასიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს, ონლაინ შეხვედრაზე გააცნო. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე მოძიებულია ველური ვაზის 70 ფორმა. მიმდინარეობს ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში, ასევე, ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა. პარალელურად, მეცნიერები ველური ვაზისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიურ მონაცემებს სწავლობენ, საკონტოლოდ კი, საფერავი და კაბერნე სოვინიონი აქვთ აღებული. აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპური მცენარეა და წარსულში მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს, ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზის და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას, ვაზის ქართულს ჯიშებთან ერთად, „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს. პროექტი „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)