18:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 11:51:23, 571 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - უახლოეს ხანებში ბიზნესს 50 საბადოს ახალ პაკეტს შევთავაზებთ

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა წიაღის რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.

ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია ლიცენზიის სახეობების დივერსიფიცირებაზე, ზედამხედველობის სისტემის დახვეწაზე, ლიცენზიანტების სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირებაზე და სხვ.

„ამ თვალსაზრისით, ვგეგმავთ უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. იგეგემება 50 საბადოს ახალი პაკეტის გამოტანა და მათ საპრივატიზებო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

აღსანიშნავია, რომ წიაღის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics