2021-01-24 16:37:09, 712 ნახვა
კომენტარი
აქციის მონაწილე - ხელისუფლებას 48 საათიან ვადას ვაძლევთ, ამის შემდეგ დავიწყებთ შენობების პიკეტირებას
„ხელისუფლებას 48 საათიან ვადას ვაძლევთ, ამის შემდეგ დავიწყებთ შენობების პიკეტირებას“, - ამის შესახებ აქციის მონაწილემ ალექსანდრე პაიკიძემ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
„რეგულაციების მოხსნაზე არის საუბარი, რომ არ შევყვეთ, ბევრი პუნქტია, ვაერთიანებთ ამ ყველაფერს ერთ ფრაზაში.
დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს, სადაც ადამიანები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმ შიშებიდან გამომდინარე, რაც ვიღაცას აწუხებს.
48 საათი არის ხელისუფლებისთვის მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პიკეტირება ძირითადი სახელმწიფო უწყებების, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას – ეს გახლავთ პარლამენტი, კანცელარია, და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლუგარის ლაბორატორია“, – განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,