10:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 15:50:21, 625 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს რუსთავში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო და  მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, სრულიად საქართველოს გულისტკივილს და მწუხარებას, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი ბიჭების მხრებმა და სისხლმა მოიტანა დღემდე საქართველო. და როგორც საქართველოა მარადიული, ასევე უკვდავები არიან  გარდაცვლილი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ერთიანობას და მსოფლიოში მშვიდობას შეეწირნენ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics