2015-09-22 11:41:33, 583 ნახვა
საზოგადოება
ონის რაიონის სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა
ონის რაიონში, სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება დროულად მოხდა.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისიდან, ხანძრის ქრობის განყოფილებიდან, დამატებით 7 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან