2015-09-19 18:12:37, 577 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაკავებულების პროცესი 2 ოქტომბრამდე გადაიდო
ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაკავებულების პროცესი 2 ოქტომბრამდე გადაიდო.
პოლიციამ მტკიცებულებათა წარმოსადგენად ვადა ითხოვა. სამკერდე კამერის ჩანაწერის წარდგენა ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოახერხეს.
ცნობისთვის, დაკავებულები არიან თავისუფალი ზონის ორი წევრი ლაშა ჭიღლაძე და სოსო მინდიაშვილი. მათ წინააღმდეგ საქმე 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან