02:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 16:59:42, 651 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ სოციალური სამართლიანობის თემაზე სემინარი ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ფარგლებში გამართული სემინარის მონაწილე სტუდენტებს სოციალური სამართლიანობის თემაზე ესაუბრა. ფორუმში საქართველოს მასშტაბით შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის ორგანიზატორი კი „საქართველოს პროგრესული ფორუმი“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდია.

ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებთან დისკუსიაც გამართა.

„სოციალური სამართლიანობის იდეა ძალიან მნიშვნeლოვანია სამინისტროს საქმიანობაში. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ვალდებულებებისა და სიკეთეების სამართლიანი გადანაწილება. ამ იდეაზე ვისაუბრე დღეს პროგრესული ფორუმის ფარგლებში. საინტერესო დისკუსია გაიმართა. სასიამოვნო იყო სამინისტროს იდეების პროგრესული ახალგაზრდებისთვის გაზიარება. იმედი მაქვს, მსგავსი შეხვედრები კიდევ გვექნება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს პროგრესული ფორუმი ნატახტარში, სასტუმრო „ვანილა სქაი“-ში 18 სექტემბრიდან იმართება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics