2015-09-19 16:35:47, 601 ნახვა
საზოგადოება
შსს გზებზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გზებზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 20 სექტემბერს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 21 სექტემბერს დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისი–ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით, ავტომანქანები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან მახათის მთის მიმართულებით იმოძრავებენ ცალმხრივად, ხოლო ტაძრიდან ცენტრისკენ ლოტკინის მიმართულებით დაბრუნდებიან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან