|
2015-09-18 15:23:51, 509 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ბათუმში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, ბათუმში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა. პირველი საინფორმაციო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა და მას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად განიხილეს ქვეყნები, სადაც ყველაზე აქტუალურია ტრეფიკინგის თემა და მისი გამომწვევი მიზეზები. ასევე, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი საკონონმდებლო ბაზისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. პროექტს - „ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს“ „სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი მომავალი“ ახორციელებს. ტრეფიკინგის პრევენციისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება. შეხვედრებზე მსმენელებს განუმარტავენ, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; აუხსნიან იმასაც, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს, რა სანქციებია გათვალისწინებული დამნაშავისათვის და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს. ამასთან, გათვალისწინებულია ადგილობრივი მედიისათვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. პროექტი 16 ოქტომბერს დასრულდება. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ მეტად მნიშვნელოვანია მისი პრევენციისათვის. ხშირად ინფორმაციის არქონაა მიზეზი იმისა, რომ პირი ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის მსხვერპლი ხდება.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)