|
2015-09-17 17:15:16, 637 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი პატიმრებისთვის უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი ხდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ. დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ მოაწერეს. შეთახნმების მიხედვით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ყოფილ მსჯავრდებულებს უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და იურიდიული დახმარების სამსახურში გადაამისამართებს. თავის მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახური ყოფილ პატიმრებს უფასო საადვოკატო მომსახურებას გაუწევს და საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავს. მხარეები ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას და საჯარო დაწესებულებების მონაწილეობის მნიშვნელობას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვაში. იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველ, გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს. ამიერიდან კი ამ სერვისით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებიც ისარგებლებენ. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)