|
2015-09-16 19:58:23, 653 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ განახლდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდულმა პროგრამამ „ლიდერთა სახლი“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თბილისში აქტივობები განაახლა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, არასრულწლოვნებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. თბილისის იუსტიციის სახლში პროგრამის განახლებისადმი მიძღვნილ შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო. წარმატებული პროექტების - „წიგნის კლუბის“ და „კინოკლუბის“ - წინა სეზონის გამორჩეულად აქტიურ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. კლუბების მოხალისე ტრენერებს ჯონი კვინიკაძემ მადლობის სიგელები გადასცა. შეხვედრას ასევე დაესწრო თბილისის საჯარო სკოლების 20 მოსწავლე, რომლებმაც პროგრამა „ლიდერთა სახლის“ და მის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ახალგაზრდებმა პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს აერთიანებს. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 13 იუსტიციის სახლში მიმდინარეობს. 2015 წელს პროგრამაში 967 უნიკალური მონაწილე ჩაერთო.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)