14:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-20 11:45:47, 6461 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ერთ დონეზეა და იმედია მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ეყოფა ხანმოკლე პერიოდი

„კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ერთ დონეზეა და იმედია მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ეყოფა ხანმოკლე პერიოდი“ , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ცხელ“ რეგიონებში ინფიცირების რაოდენობა სტაბილურად ერთნაირია.

„ერთ დონეზე რომ რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, ეს არ არის ცუდი. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე "ცხელ" რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ.

 იმედია, მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი "ცხელი" წერტილები თქვენ ხედავთ, რომ არ არის ძალიან დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ალბათ ეყოფა ხანმოკლე პერიოდი“ ,  - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics