2020-09-18 11:04:51, 2111 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 34 თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 34 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ19-ის 129 ახალი შემთხვევაა, იმერეთში კი, 11.
„ქვეყანაში გახლდათ 2937 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 182 და დღევანდელი მონაცემებით არის 3119 დადასტურებული შემთხვევა.
182 დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა არის 129, აქედან ბათუმი გახლავთ 114, 11 გახლავთ ქობულეთი, 3 ქედა და ერთი გახლავთ შუახევი, თბილისი არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში გახლავთ 11, ქვემო ქართლში, რუსთავის სახით, არის 4, გურიაში 3 და კახეთში 1“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან