|
2015-09-14 17:42:50, 544 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო. სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. შენობა ორსართულიანია და გააჩნია შიდა სპორტული დარბაზი, 9 საკლასო ოთახით, კომპიუტერების ოთახი და ბიბლიოთეკა, ასევე დამხმარე სათავსოები. შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო. აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო, საკლასო და სამასწავლებლო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით. 200 მოსწავლეზე გათვლილ, შშმ პირებზე ადაპტირებულ შენობაში ამ ეტაპზე 90 ბავშვი სწავლობს და 16 პედაგოგია დასაქმებული. სკოლაში დღეს 18 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, ყველა მათგანს ბუკები გადაეცა. წელს აჭარაში 229 საჯარო და 27კერძო სკოლა ფუნქციონირებს. 2015 წელს აშენდა 2 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საჯარო სკოლას; მიმდინარებს 4 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრუდება 2016 წელს. ასევე, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლა-პანსიონს. მიმდინარეობს 7 სპორტულ დარბაზის რეაბილიტაცია.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)