23:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 11:30:18, 595 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

უწყების ინფორმაციით, მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან ზურაბ ვადაჭკორიასთან ერთად, სტუდენტებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიმართეს.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ეკოსაგანმანათლებლო პროექტებში იღებენ მონაწილეობას. ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში გაივლიან სტაჟირებას.

დღესვე, სტუმრებისთვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა კონცერტი გამართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics