23:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-13 11:22:28, 523 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს კახეთის ქვედანაყოფების თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში, სისხლს რეგულარულად აბარებენ.
აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics