21:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 16:59:23, 603 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის ზოოპარკი ფუნქციონირებას 13 სექტემბერს განაახლებს.
ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ ზოოპარკის ადმინისტრაციამ აცნობა. 
მათივე ინფორმაციით, ზოოპარკი დამთალიერებლებისთვის 10:00 საათიდან იქნება ღია,  12:00 საათზე კი,  დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ფოტოგამოფენა და დამსწრე საზოგადოებას ზოოპარკის ხელმძღვანელობა განვლილი 3 თვის მანძილზე განხორციელებული სამუშაოების ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. ვიზიტორები ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერებას და გადარჩენილი ცხოველების მონახულებას შეძლებენ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.  
 თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე განაგრძობს.
 „ზოოპარკის გახსნა სიმბოლურად დაიგეგმა 13 სექტემბერს, როდესაც სრულდება ზუსტად 3 თვე 13 ივნისის სტიქიის შემდეგ. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოოპარკს დაუბრუნდეს ჩვეული ხალისი და ის კვლავაც იყოს არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების საყვარელი ადგილი. 2016 წლის გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ახალი ცხოველების ჩამოყვანასაც. ამ ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკში უკვე შეგვეძინა რამდენიმე ახალშობილი, ასე რომ, სიცოცხლე გრძელდება. ველით ყველას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ზოოპარკი ისევ ძველებურად ხალხმრავალი ადგილი გახდება“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics