21:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 13:35:35, 596 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის თემაზე უცხოელ ექსპერტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა ექსპერტებთან კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც ქართველ კოლეგებს ე.წ. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის შესახებ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის როლი. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა არის თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. შეხვედრაში მონაწილე შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ უწყებაში აღნიშნული საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვას.

ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას და მოცემული სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს მის ეფექტურ იმპლემეტაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics