14:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 20:05:51, 1628 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

ამის შესახებ მმართველ გუნდმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

"პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.
სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს" , - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics