14:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 12:42:39, 1398 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა  შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული.  ინიცირებული კანონპროექტით  ეს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება.

ცნობისთგვის, საკითხი დიმიტრი ხუნდაძემ გამოიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ფონზე, მიუხედავად კოვიდ-19 -თან ბრძოლაში საქართველოს წარმატებული ბრძოლისა, პანდემიით გამოწვეული ვითარება ჩვენი ქვეყნისთვისაც კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics