14:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 12:29:04, 3942 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი - მთავრობა ავიაკომპანიებზე ახორციელებს ზეწოლას, რომ ე.წ გამწვანებული ქვეყნებიდან რაც შეიძლება ცოტა ფრენა დაინიშნოს

„საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ, თუნდაც ამ "გამწვანებული ქვეყნებიდან" რაც შეიძლება ცოტა ფრენები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წვერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა მთავრობას, რომ გააფართოვოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მოქალაქეეებისთვის შესაძლებელი იქნება ქვეყანაში შემოსვლა კარანტინის გარეშე.

„საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ, თუნდაც ამ გამწვანებული ქვეყნებიდან რაც შეიძლება ცოტა ფრენა. მაგალითად ერთ-ერთ ავიაკომპანია სურს, რომ იფრინოს კვირაში სამჯერ და ეკონომიკის სამინისტრო მას ეუბნება, რომ იფრინოს ერთხელ. ეს არის მცდარი და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში.

ამასთან, ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა ამ ბრიყვულ დისკრიმინაციულ და მავნებლურ კარანტინის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინაც კი, თუკი ისინი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გახსნილი საზღვარი.

გვინდა მოვუწოდოთ მთავრობას, რომ გააფართოვოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მოქალაქეეებისთვის შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა კარანტინის გარეშე და ამ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანოს პოლონეთი“, - განაცხადა კანდელაკმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics