12:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 14:07:14, 3412 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - კონგრესმენების ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო

კონგრესმენების ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ  კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტები ადრეც არსებობდა, სადაც ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, თუმცა არაფერი დადასტურებულა.

„ერთმა ჯგუფმა კონგრესმენების შეიტანა რეზოლუცია, მაგრამ სიცრუეა ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა. მითუმეტეს, კონგრესსაც არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ სერიოზულია და გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა ასული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რასაც აშშ გვიწევს, მათ შორის კონგრესმენების გადაწყვეტილებების საფუძველზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics